Tuesday, January 23, 2024

პროექტი-პოეზია, უპირველეს ყოვლისა


პროექტი-პოეზია, უპირველეს ყოვლისა


პოეზია უნიკალური საშუალებაა, გამოხატო შენი გრძნობები.ის თავისუფალია ყოველგვარი კომპლექსებისგან და დამოუკიდებლად, ნებით თუ უნებლიეთ, სულის სარკედ გადაიქცევა ხოლმე.
"ს გულისარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,.
რასაც შიგ ჩაუხედნია" (აკაკი წერეთელი)

პოეზიის ერთადერთი ფუნდამენტი საკუთარი და არა მარტო საკუთარი გრძნობების, განცდების, ტვკივილის, სიხარულისა და ბედნიერების გამოხატვაა. '' პოეზია მუსიკაა სულისა'' , - ამბობს ვოლტერი. ეს მუსიკა შეიძლება ჰარმონიული და სასიამოვნი იყოს, ზოგჯერ კი ჟინს გვიშლის და საბრძოლველად გვამზადებს. შესაძლოა, სათქმელის პიდაპირ წარმოთქმა გვიჭირდეს, რაღაც გვაბრკოლებდეს და გვბოჭავდეს, მაგრამ პოეზია თავისუფალი და დამოუკიდებელია. გაშიშვლების და გრძნობების მარათონის საშუალებას იძლევა. შესაშურია ჭეშმარიტი პოეტების ნიჭი. ისინი არა მხოლოდ წერენ, არამედ სულითაც გვამცნობენ საკუთარ განცდებს. როგორც ერთი გერმანული ანდაზა გულისხმობს, ლექსთა მჯღაბნელი ბევრია, პოეტი კი ცოტა. ამ ნიჭით დაჯილდოვებულნი გამორჩეულები არიან.
'